ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კლინიკის კართან მანქანა გაჩერდა, განწირული ხმით გოგონა შველას ითხოვდა, მანქანაში დედა ეხრჩობოდა…”

„ღამის ათი საათია, კლინიკის კართან მანქანა გაჩერდა, განწირული ხმით გოგონა შველას ითხოვდა, მანქანაში დედა ეხრჩობოდა…” – ამის შესახებ ხაშურის ,,გორმედის” კლინიკის ექთანი, ფატი მაჭარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“გული მომეწურა, წარმოვიდგინე რომ ის დედაჩემი შეიძლება ყოფილიყო… კიბეები არც მიგრძვნია, ისე ავირბინე რეანიმაციაში, პაციენტი ლიფტით ამოუშვეს, უცებ აპარატს ვეცი, (მგონი ექიმიც გავანაწყენე) …ქალმა შვებით ამოისუნთქა, ამოვისუნთქე მეც… მეორე დღიდან მეც ინფიცირებული ვიყავი, თუმცა დიდად არ აღვშფოთებულვარ, რადგან დიდი ხანია ინფიცირებულებთან ვურთიერთობ და ამას ველოდი ადრე თუ გვიან…

დღეს მე კარგად ვარ, დავამარცხე უხილავი მტერი ჩემო გულშემატკივრებო, არ შეშინდეთ მეგობრებო, ერთმანეთის თანადგომით და სიყვარულით ყველაფერს შევძლებთ… მე კი გულით მინდა უთანაგრძნო ყველა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს… მათი ტკივილი მეც მტკივა… ყველა თანამშრომელს კი სოლიდარობას ვუცხადებ და მინდა ყველას სჯეროდეს ჩვენი მედ მუშაკების უანგარო და თავდაუზოგავი შრომის… მიყვარხართ ყველა” – წერს ფატი მაჭარაშვილი.

იტვირთბა....