რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ქართველმა სტუდენტებმა ისრაელის საელჩოსთან აქცია გამართეს ლოზუნგით “თავისუფლება პალესტინას!”.
“ჩვენ ვგმობთ ისრაელის აგრესიას პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ, კერძოდ, ღაზას სექტორში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით”
ფაქტს, “ფეისბუქის” საკუთარ უოლზე გამოეხმაურნენ სხვადასხვა ცნობილი პერსონები. ერთ-ერთი მათგანი იყო ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე.
“ღმერთო, შენ გვიშველე! 21-ე საუკუნეში, თბილისში, ისრაელის საელჩოსთან ქართველი სტუდენტები იცავენ ტერორისტული ორგანიზაცია ხამაზის, როგორც არჩეული მთავრობის და პალესტინის უფლებებს! შეგახსენებთ, რომ ეს სტუდენტები არ აპროტესტებენ საქართველოს ოკუპაციას და არ იცავენ სიტყვის თავისუფლებას და რ2-ს. ეს იდეა კი ამ ბავშვებს რუსული ფულის გარეშე ნამდვილად არ მოუვიდოდათ.”