aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოპოზიციური პარტიების ლიდერები ელჩებს ხვდებიან

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერები ელჩებს ხვდებიან.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დეტალებზე შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრებს.

„შეხვედრის შემდეგ ვისაუბრებ. ახალს ვერაფერს გეტყვით. რომ მორჩება შეხვედრა კი, თვისუფლად”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეხვედრამდე კომენტარი გააკეთა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმაც, რომელმაც განაცხადა, რომ ყველა შესაძლებლობას იყენებენ, მხარეებთან შეთანხმება მიღწეული იყოს.

შეგახსენებთ, ოპოზიციური ლიდერები არჩევნების საკითხთან დაკავშირებით შეხვედრებს განაგრძობენ.  ფასილიტატორი ელჩები ოპოზიციის პარტიებს რეკომენდაციით მიმართავენ, პარლამენტში შევიდნენ, რაზეც ლიდერები უარს აცხადებენ. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და მოპოვებულ მანდატებზეც უარს ამბობენ.

იტვირთბა....