“უფრო მეტი ადამიანი ვლინდება. ჩვენ თუ ყოველდღიურად ანტიგენის ტესტით ვავლენდით, დაახლოებით, 700-დან 800-მდე დადებით შემთხვევას, დღევანდელი მონაცემებით, ეს რაოდენობა არის 1442 – მხოლოდ ანტიგენით და 3600 PCR ტესტით გამოვლენილი, ანუ რაოდენობის მატება დაკავშირებულია ტესტირების გაფართოვებასთან და კიდევ მეტი გვექნება მომავალ დღეებში, რომ გაფართოვდება.
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
ამის შესახებ გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 5068 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.