ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი, ეს ომი არ მოხდებოდა, ჩვენ გვექნებოდა მზად შეთანხმება და არ გაივლიდით იმას, რაც გაიარეთ”- ტრამპი

“პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი, ეს ომი არ მოხდებოდა, ჩვენ გვექნებოდა მზად შეთანხმება და არ გაივლიდით იმას, რაც გაიარეთ”- თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას.

“თქვენი ჯარისკაცები წარმოუდგენლად მამაცები არიან. ჩვენ მივეცით შესანიშნავი აღჭურვილობა, თუმცა ვიღაცას ეს აღჭურვილობა კარგად უნდა გამოეყენებინათ და ისინი დაუჯერებლად კარგები არიან. ომი ძალიან მალე უნდა დასრულებულიყო, თუმცა აქ ვართ 3 წლის შემდეგ. ძალიან ვაფასებ თქვენს ჯარისკაცებს და გენერლებს, ასევე თქვენ, დიდებული მებრძოლები ხართ. უნდა ამაყობდეთ. თუმცა ეს უნდა დასრულდეს”. – განაცხადა ტრამპმა.

იტვირთბა....