ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რთულ პირობებში კიდევ უფრო მეტი პანიკა გამოიწვიოს მოსახლეობაში, დანაშაულის ტოლფასია”- გაბუნია 17 წლის გოგოს გარდაცვალებას ეხმიანება

ჯანდაცვის მინისტრს მოადგილე თამარ გაბუნია ტბილისში 17 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტე ეხმიანება. როოგრც გაბუნიამ განაცდადა, ინფომაცია რომ გოგონა კორონავირუსის ინფექციისგან გარდაიცვალა, არასწორია.

გაბუნიას თქმით, მსგავსი ინფორმაციის გავრცელება მოსახლეობას პანიკაში აგდებს, რაც დანაშაულია.

“ეს შემთხვევა არ უკავშირდება კორონავირუსულ ინფექციას. სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სამსახურის რეაგირება იყო მყისიერი და საუბედუროდ, უკვე ლეტალური შემთხვევა იყო დამდგარი, როცა ბინაზე ბრიგადა მივიდა.

დეზინფორმაცია ემსახურება იმას, რომ ისედაც დაძაბულ და რთულ პირობებში კიდევ უფრო მეტი პანიკა გამოიწვიოს მოსახლეობაში, რაც არის ძალიან დამაზარალებელი და დანაშაულის ტოლფასი.,”- აცხადებს გაბუნია.

მისივე თქმით, სასწრაფო გადაუდებელი სამსახური და საავადმყოფოს ქსელი. რა თქმა უნდა, არის რთული ამ პაციენტების ნაკადების მართვა, მაგრამ სირთულის მიუხედავად მაქსიმალური მობილიზაციით ეს ხერხდება.

შეგახსენებთ, 3 დეკემბერს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“  მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, კორონავირუსით  17 წლის გოგო გარდაიცვალა. მიზეზად კი, პაციენტის კლინიკამდე ვერ მიყვანა დაასახელეს.

იტვირთბა....