ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების 3 შემთხვევაა დაფიქსირებული.
როგორც მან „ფორმულას“ ეთერში განმარტა, შესაძლოა, ვირუსის გადატანის შემდეგ ანტისხეულები გამომუშავდეს, მაგრამ საკმარისი დამცველი პოტენციალი არ ჰქონდეს.
„შეიძლება ანტისხეულები გამომუშავდეს და ისინი არ იყვნენ საკმარისი დამცველი პოტენციალით აღჭურვილი. ისევე, როგორც ზოგიერთ კოვიდგადატანილს დღეს უვითარდება მეტნაკლებად ძლიერი იმუნიტეტი და ზოგს არა. იყო ასეთი რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც არ ჰქონდათ ანტისხეულები და შეიძლება მეორედ დაემართოთ კოვიდი. დაემართა უკვე რამოდენიმე ჩვენ ყოფილ პაციენტს. ჩვენთან დაახლოებით დადასტურებული სამი შემთხვევაა”, – განაცხადა ცერცვაძემ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 4 260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.