მთავარი ციტატა

“დღეს ამ ქვეყანაში ყველა არჩევნები მათი თვალთახედვით გაყალბებულია ვიდრე სასურველი შედეგები არ დადგება”- ჟვანია

“როგორც ჩანს, პოლიტიკური კულტურის ფონზე, დღეს ამ ქვეყანაში ყველა არჩევნები მათი თვალთახედვით გაყალბებულია მანამ, სანამ სასურველი შედეგები არ დადგება. ქვეყნის და ხალხის მიერ გამოხატული ხმები არის სწორედ განაწილებული იმ 9 საარჩევნო სუბიექტზე, რომელიც ამ შემაჯამებელ ოქმშია ასახული. შესაბამისად, ეს 2 მილიონამდე ამომრჩევლის ნებაა, რომელიც 9 საარჩევნო სუბიექტზე არის გადანაწილებული. ეს არის ძალიან დიდი ლეგიტიმაცია.”

თამარ ჟვანია – ცესკო-ს თავმჯდომარე

ამის შსახებ თამარ ჟვანიამ ცესკოს სხდომაზე განაცხადა, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგების საბოლოო შემაჯამებელი ოქმი უნდა მიიღონ.

ცენტრალური საარჩევნო კომისია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს დღეს გამოაცხადებს  არჩევნების ლეგიტიმაციას ოპოზიცია არ აღიარებს და პარლამეტში შესვლაზე უარს აცხადებს. შესაბამისად, ბოიკოტს უცხადებენ სხდომას, სადაც შემაჯამებელი ოქმი უნდა მიიღონ. 

იტვირთბა....