ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბოკერია განმარტავს, რა საკითხები განიხილეს ოპოზიციურმა ლიდერებმა დღევანდელ შეხვედრაზე

“ევროპული საქართველოს” ლიდერმა ოპოზიცის შეხვედრის სემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი ფააკეთა და განმარტა ის საკითხები, რომლებიც ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს.

ბოკერიას განცხადებით, შეხვედრაზე იმსჯელეს, როგორ გამოვიდეს ქვეყანა შექმნილი კრიზისიდან.

მიისვე თქმით, ოპოზიციის მთხოვნა, გაზაფხულზე რიგგარეშე არჩავნების ჩატარდეს, ძალაშია.

„მაგალითი რომ მოგიყვანოთ, ზედმეტი დეტალების გასაჯაროების გარეშე, დაზუსტდა როგორი უნდა იყოს იმ ტიპის რეგულაციები, რომლებიც იმ მანიპულაციების რისკს არსებითად ამცირებს, რაც ივანიშვილმა ჩაიდინა ამ არჩევნებზე. ამაზე ყოველთვის იყო ხოლმე დისკუსიები. იმ მომენტში, რა მომენტშიც ივანიშვილი და მისი გარემოცვა დათანხმდება არსებით გამოსავალს კრიზისიდან, რაც მდგომარეობს ახალ არჩევნებში შემდეგ წელს, ეს ყველა საკითხი ძალიან აქტუალური იქნება და ამიტომ ჩვენ ამ საკითხებზე ახლავე ვმუშაობთ. ეს საკითხები ცალკე მოლაპარაკების საგანია“, – განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, პარტია “ლელოს” ოპოსში ოპოზიციის ლიდერები ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა კვლავ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასა და პარლამენტში ოპოზიციის შესხვლას ეხებოდა.

იტვირთბა....