ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

47 ქვეყანაში 32 მილიონ ადამიანს უკიდურესი სიღატაკე ელის – გაერო

პანდემიის გამო, მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნები უკიდურეს სიღატაკეში აღმოჩნდებიან. ამის შესახებ გაეროს ახალ ანგარიშში ვკითხულობთ. ექსპერტები ვითარების გაუარესებას 47 ქვეყანაში პროგნოზირებენ, სადაც 32 მილიონ ადამიანს უკიდურესი სიღატაკე ელის.

ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად განვითარებული ქვეყნები პანდემიით მოსალოდნელზე ნაკლებად დაზარალდნენ, ამ ქვეყნებში 2020 წელი, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ეკონომიკურად ყველაზე რთული აღმოჩნდა. წლიური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პროგნოზირებული 5 პროცენტიდან 0.4 პროცენტამდე შემცირდა.

იტვირთბა....