ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ტიკარაძე ბიძინა ივანიშვილის მონაა“- ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია იმართება

ჯანდაცვის სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ,  რითიც ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგურ ვითარებასა და ვირუსის არასწორ მართვას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები ჯანდაცვის მინისტრ, ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა დაცვის სამსახური მათ ამის საშუალებას არ აძლევს.

აქტივისტები სკანდირებენ – „ტიკარაძე, მონა! ბიძინა ივანიშვილის მონა“. ისინი მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა ჩამოშლილია. მათი შეფასებით, საავადმყოფოში პაციენტების გადაყვანა ნაცნობობით ხდება, რადგან „ჯანდაცვის მინისტრი ბიძინა ივანიშვილის მონაა“.

ადგილხე იყო ხმაურიც, ერთმანეთს აქტივისტები და სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 19 წლის თეკლა თორდია და 24 წლის ნინო გულიკაშვილი ქვეყნის ცუდი ჯადაცვის სისტემის მსხვერპლია.

იტვირთბა....