ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 24 წლის ახალგაზრდა ქალის საკითხს, რომლის გარდაცვალების მიზეზად თანმდევი დაავადება სახელდება, უწყება დეტალურად შეისწავლის.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ვიდრე საკითხი არ იქნება შესწავლილი და არ იქნება კონკრეტული საფუძველი, ამ ეტაზე რომელიმე მხრიდან გადაცდომაზე საუბარი ნაადრევია.
„პირველ რიგში, ძალიან სამწუხარ. მინდა თანაგრძნობა გამოვხატო ოჯახის მიმართ. სამინისტრო ყველა ამ შემთხვევას საფუძვლიანად შეისწავლის. მე დღეს უბრალოდ არ მაქვს საფუძველი რომელიმე მხარეს ვისაუბრო გარკვეულ გადაცდომაზე. რაც შემიძლია გითხრათ, მცხეთის სამედიცინო ცენტრი დიდი ხანია პროგრამაში მონაწილეობს, ძალიან ბევრი რთული შემთხვევის მართვა მოხდა იქ, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით მაინც თავს შევიკავებ კომენტარის გაკეთებისგან, ვიდრე არ მექნება საფუძველი იმისთვის, რომ ვისაუბროთ უფრო კონკრეტულად“, – განაცხადა გაბუნიამ.
ცნობისთვის, მცხეთაში კორონავირუსით 24 წლის გოგო გარდაიცვალა. ის მცხეთის საავადმყოფოში მკურნალობდა. გარდაცვლილის ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს.