“მესმის, 300 ლარს 1000 ლარი ჯობია, მაგრამ ესაა, რისი გაღებაც შეგვიძლია. 300 ლარი არ არის მაღალი თანხა, მაგრამ ისაა, რაც ამ რთულ ვითარებაში ერთჯერადად შეგვიძლია გავწიოთ. ესაა დროებითი შეზღუდვა და ადამიანები შეძლებენ, რომ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ. სანამ გვიწევს შეზღუდვები, ისარგებლებენ ამ 300 ლარით.”
ნათია თურნავა – საქართველოს ეკონომიკის მინისტრი
ამის შესახებ ეკონომიკის მინისრმა ნათია თურნავამ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ცნობისთვის, 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად ელექტრონული განაცხადების მიღება დღეიდან დაიწყო. იმ პირებს, რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან, დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება, 3 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ ელექტრონული განაცხადი (ელექტრონული განაცხადის წარდგენის შემდეგ პირს კიდევ 2 დღე ეძლევა ინფორმაციის დასაზუსტებლად, 28 დეკემბრის ჩათვლით), რათა რეგისტრაციის შემდეგ მიიღონ ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაცია.