ახალი ამბები მთავარი ციტატა

რა უჯდება სახელმწიფოს ერთი კოვიდპაციენტის მკურნალობა – თამარ გაბუნიას განცხადება

“ერთი შემთხვევის მართვა, ამაში ვგულისხმობ ჰოსპიტალურ მართვას და არა სხვა დანარჩენს, დაახლოებით ეს 2 000 ლარია. მაგრამ ეს არის ძალიან უხეში გათვლა, რადგან რიგ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს 10 000 ლარი და მეტიც, ზოგჯერ კი, 500ნ ლარიც.“

თამარ გაბუნია – ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე.

ამის შესახებ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ცნობისათვის,  ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 147 636 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 124 568 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 387 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 027 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 390 ადამიანი მართვით სუნთქვაზეა. თბილისში 486 მძიმე პაციენტია, აჭარაში – 152, იმერეთში – 218. მართვით სუნთქვაზე თბილისში 206 ადამიანია, აჭარაში – 45, იმერეთში – 43.

იტვირთბა....