ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დღევანდელი გადაწყვეტილებით, ცესკო წერტილს დაუსვამს ამ არჩევნების საბოლოოდ გაყალბებას”- სერგი კაპანაძე

“ევროპული საქართველოს” წევრის, სერკი პაკანაძის განცხადებტ, ცესკო-ს შემაჯამებელი შეეგები ყალბია, შესაბამისად პარტიის წარმომადგენლები სხდომაში, რომელზეც საპარლამენტო არჩევნების შედეგების საბოლოო შემაჯამებელ ოქმს მიიღებენ, მონაწილეობას არ მიიღებენ. ამის შესახებ კაპანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა,  განაცხადა, ცესკო სრულიად სამარცხვინოდ შეაჯამებს  ვითომ არჩევნების შედეგებს, სადაც ძალიან დიდი რაოდენობის „კარუსელი” დაფიქსირდა.

„დღეს ცესკო სრულიად სამარცხვინოდ შეაჯამებს ამ ვითომ არჩევნების შედეგებს. ეს არის არჩევნები, რომელშიც დაფიქსირდა ძალიან დიდი რაოდენობის „კარუსელი“, ბიულეტენების ჩაყრა, ძალადობა, მოსყიდვა. ეს არის არჩევნები, რომლის მერეც არც ერთი სარჩელი და არც ერთი უბნის გადათვლა არ იქნა დაკმაყოფილებული არც საოლქო კომისიების, არც ცესკო-ს და არც სასამართლოს მიერ,”- აცხადებს კაპანაძე.

კაპანაძის თქმით, “დღევანდელი გადაწყვეტილებით, ცესკო წერტილს დაუსვამს ამ არჩევნების საბოლოოდ გაყალბებას.”

ცენტრალური საარჩევნო კომისია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს დღეს გამოაცხადებს .სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიაში 17:00 საათისთვის დაინიშნა.

იტვირთბა....