ცენტრალური საარჩევნო კომისია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს დღეს გამოაცხადენს .სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიაში 17:00 საათისთვის დაინიშნა.
ცესკო საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს გამოსცემს.
ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღეს უნდა ჩატარდეს. პირველ სხდომას კი პრეზიდენტი დანიშნავს.
არსებული ინფორმაციით, პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს ჩატარდება.