aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“შეზღუდვების ორთვიანი გეგმა იყოს მაქსიმალურად ეფექტური, რათა თებერვლის დასაწყისში სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა მოგვეცეს”- გახარია

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, წერტილოვანი შეზღუდვების ორთვიანი გგემა მოიაზრებს იმას, რომ ქვეყანაში კოვიდის ინფექციის გავრცელების სისწრაფე დასტაბილურდეს. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომისას განაცხადა.

ამასთან, გახარიას თქმით, შეზღიდვების პერიოდში გაფართოებულ ტესტირება მოხდება, რაც ინფიცირების შემტხვევებს დროულად გამოავლენს.

მისივე თქმით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, რომელიც გუშინ დაიწყო, დღეში 20 ათასამდე ტესტი კეთდება.

“მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გამოვაცხადეთ მიზნობრივი, წერტილოვანი შეზღუდვების ორთვიანი კონკრეტული გეგმა, რომელმაც უნდა დაასტაბილუროს ქვეყანაში კოვიდის ინფექციის გავრცელების სისწრაფე. ჩვენ ამავდროულად, ამ ორთვიან გეგმასთან ერთად, ვაცხადებთ ინტენსიური ტესტირების ახალ გრაფიკს, რომელიც დაიწყო გუშინ და რომელიც უახლოეს პერიოდში დღეში 20 ათას ტესტს მიაღწევს. ეს არის პარალელური პროცესი, რომელმაც შეზღუდვების პერიოდში, ხელი უნდა შეუწყოს ეპიდემიის გავრცელების დონის სწრაფ გამოვლენას.

ამ ნაბიჯის მიზანია, რომ შეზღუდვების ორთვიანი გეგმა იყოს მაქსიმალურად ეფექტური, რომ ჩვენ ინფიცირების შემთხვევები მაქსიმალურად სწრაფად გამოვავლინოთ, მოვახდინოთ იზოლაცია ან მკურნალობა და თებერვლის დასაწყისში სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა მოგვეცეს”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში დღეიდან, 28 ნოებრიდან მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა. აიკრძალა მუნიციპალური და საქალქთაშორისო ტრანსპორტი, დაიხურა ყველა დიდი სავაჭრო ქსელი. ასევე, ღამე, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება აკრძალულია როგორც ტრანსპორტისთვის, ასევე, ქვეითთა მოსიალულესთვის.

იხილეთ შეზღუდვების სრული ჩამონათვალი. 

იტვირთბა....