ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარლამენტთან და შსს-სთან ბუშტების აქცია იმართება

პარლამენტის შენობის მიმდიარე ტერიტორიაზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით აქცია იმართება.

გარდა რიგგარეშე არცევნებისა, აქციის მონაწილეები პანდემიის ეროდში თითოეული ოჯახის დახმარებას ითხოვენ.

მათი მოტხოვნაა, შევიდეს ცვლილებები შრომის კოდექსში და პანდემიის პირობებში თითოეულ ოჯახს გადაეცეს 5 000 ლარი.

აქცის მონაწილეებმა ბუშტები გაუშვეს, რითიც ბათუმში დაკავებული დემონსტრანტების მხარდაჭერა გამოხატეს.

საკანონმდებლო ორგანოს გარდა, “ბუშტების აქცია” “ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით  შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც იმართება.

შეგახსენებთ, პარლამენტთან საპროტესტო აქცია – “დაიცავი ბუშტი” გუშინ, 2 დეკემბერსაც გაიმართა, რა დროსაც აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა იმართება ბათუმშიც, რა დროსაც ჰელიუმის ბუშტების გაშვების შემდებ მომიტინგეები დააკავეს.

 

იტვირთბა....