“ფესიბუქში” ახალი ვირუსი გავრცელდა. ახალი ვირუსი ფეისბუქზე ქმნის 100-150 კაციან ხელოვნურ ჯგუფს. აღნიშნულ ჯგუფში ვრცელდება ავტომატურ რეჟიმში დავირუსებული ლინკი, რომელზეც გადასვლის შემთხვევაში ფეისბუქის ექაუნთი ვირუსდება, რაც იწვევს ჯაჭვურ რეაქციას მეგობრებში.
რეკომენდაციისთვის, ჩვენ დავუკავშირდით სპეციალისტებს, რომლებმაც გვირჩიეს:
- არავითარ შემთხვევაში არ გავხსნათ გამოგზავნილი ლინკი
- წავშალოთ, ძველი უსარგებლო და უცნობი აპლიკაციები, რომლებიც შეიძლება იყოს დაინფიცირების წყარო
- მოვშალოთ არსებული ვირუსები თქვენი თაიმლაინიდან
- იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ დისკომფორტი და უხერხულობა, სოციალური ქსელის გამოყენებისას დაუკვირდით, თუ რომელ აპლიკაციებს ეთანხმებით, ასევე რომელ ვებ-გვერდზე გადაყავხართ და აგრეთვე შესაძლებელია საერთოდ დაბლოკოთ აპლიკაციების დაყენება და სხვადასახვა თქვენთვის უცნობ ვებ-გვერდებზე ფეისბუქით ავტორიზება. ამით თქვენს სოციალურ ქსელს რიგ ფუნქციებს მოაკლებთ, თუმცა, უფრო დაცული იქნებით დავირუსებისაგან.