“უცხოეთის ქვეყნებში ყველა მხრივ უარესი მდგომარეობაა – სიკვდილიანობის პროცენტით, რაოდენობით, ჰოსპიტალური გართულებებით. ეს იქ მრავალჯერ უფრო მეტია. ძალიან ბევრი პაციენტია, რომელიც კლინიკამდე საერთოდ ვერ აღწევს და ექიმთან კომუნიკაციას ვერ ახერხებს. გაზაფხულ-ზაფხულში მასიურად იყო, როცა კრემატორიუმებთან მიცვალებულებით მანქანები რიგში იდგნენ. ასეთი რამ საქართველოში გინახავთ?!. მიხედეთ ყველამ იმ ქვეყანას, სადაც საქმიანობთ.”
თენგიზ ცერცვაძე – ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორი
ამის შესახებ თენგიზ ცერცვგაძემ “დღის ნიუსრუმში”, უცხოეთში მცხოვრები ქართველი ექიმების კრიტიკის პასუხად განაცხადა.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმები საქართველოს მთავრობასა და ეპიდემიოლოგებს ვირუსის მათვის კუთხით აკრიტიკებენ.