დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება – ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ინაუგურაციის დღეს 2024 წლის საარჩევნო კამპანიას დაიწყებს.
ტრამპი არც ბაიდენის თეთრ სახლში მიპატიჟებას აპირებს. ამ დრომდე მოქმედი პრეზიდენტი ბაიდენის გამარჯვებას არ აღიარებს და შედეგების სასამართლოში გასაჩივრებას აგრძელებს.
შეერთებულ შტატებში ქვეყნის 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს უნდა გაიმართოს.