aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ფოთში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ფოთში სამართალდამცველებმა პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე 1 პირი დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“მიმდინარე წლის 30 ნოემბერს, ა.ვ.-მ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც მან მოქალაქეებს საჯაროდ მოუწოდა პოლიციის წარმომადგენლის მიმართ ძალადობისკენ. facebook Live-ში ა.ვ აღნიშნავდა, რომ საჭიროა, მოქალაქეებმა ერთ-ერთი პოლიციელი შეიპყრონ და სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანება მიაყენონ. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 239-ე პრიმა მუხლით და დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები.

გამოძიების ფარგლებში უწყების გადასაცემად და მოწმის სახით საგამოძიებო უწყებაში დასაბარებლად, მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, პოლიციის თანამშრომლები ქალაქ ფოთში შეხვდნენ ა.ვ.-ს, რა დროსაც ის თავს დაესხა სამართალდამცველებს და მიაყენა ფიზიკური დაზიანებები” – აცხადებს შსს.

იტვირთბა....