ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რატომ გადაიდო ნიკა მელიას სასამართლო პროცესი – “ნაცმოძრაობის” ლიდერის განცხადება

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, მისი სასამართლო პროცესი გადაიდო. ამის შესახებ მან საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე დაწერა. მისი თქმით, სასამართლო სხდომის გადადების მიზეზი კორონავირუსია.

“ადვოკატს დაურეკეს სასამართლოდან. პროცესი გადაიდოო. მიზეზად – კორონავირუსი დაასახელეს” – წერს ნიკა მელია.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და ტელეკომპანია ,,მთავარის” გენერალური დირექტორის სასამართლო პროცესები დეკემბრის პირველ ნახევარში ჩაინიშნა. “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი 7 დეკემბერს, “ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგი უგულავას სასამართლო 10 დეკემბერს, ხოლო ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას პროცესი 15 დეკემბერს არის ჩანიშნული

იტვირთბა....