თბილისის ზღვის ჰოსპიტალი ავრცელებს კადრებს, რომლებიც იმ მომენტშია გადაღებული, როდესაც გუშინ, კლინიკაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ.
კადრებში ჩანს, რომ დაკეტილ კართან მისული მძარცველების ხმაურზე კართან დაცვის წევრი მიდის და მას შემდეგ, რაც ის პატარა ფანჯარას გამოაღებს, ერთ-ერთი მათგანი დაცვის წევრის მიმართულებით ისვრის. კადრებში ჩანს, როგორ უწევს წინააღმდეგობას დაცვის წევრი მძარცველებს.