“ევროპული საქართველოს” ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში პოსტს აქეყნებს, სადაც დღეს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციას აანონსებს.
როგორც ხოშტარია წერს, ეს იქნება სოლიდარობის აქცია იმ აქტივისტების მიმართ, რომლებიც ბათუმში აქციაზე ჰელიუმის ბუშტების გაშვების გამო დააკავეს.
ხოშტარიას თქმით, აქციაზე ბუშტებს გაუშვებენ.
ბათუმის სოლიდარობის და სახელმწიფოს კომიკურობის აღსანიშნავად დღეს პარლამენტის წინ გავუშვებთ ბუშტებს. ერთ-ერთ ბუშტს ექნება დიდი პატივი ერქვას მონა რიჟვაძე,”- წერს ელენე ხოშტარია.
პარლამენტთან აქია – “დაიცავი ბუშტი” 17:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გუშინ, პირველ დეკემბერს გაიმართა, რა დროსაც პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა. დაკავების მიზეზი აქტივისტების მიერ ჰელიუმის ბუშების გაშვება გახდა.