ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ინფიცირებულთა ადრეულ ეტაპზე გამოვლენის მიზნით, შეზღუდვების პერიოდში ანტიგენის სწრაფ ტესტებზე ხელმისაწვდომობა გაფართოვდება” – გამყრელიძე

შეზღუდვების პერიოდში მაქსიმალურად გაფართოვდება ქვეყანაში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით ინფიცირებულთა ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და იდენტიფიცირება – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულია გადაწყვეტილება და შესაბამისი დადგენილება, ასევე მინისტრის ბრძანება გამოიცემა.

„მოგეხსენებათ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შეზღუდვების პერიოდში კიდევ მეტად გაფართოვდეს ადრეული იდენტიფიცირების მიზნით ტესტირებაზე ხელმისაწვდომობა. ამიტომ, მოგეხსენებათ, ბოლო თვენახევრის, დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ახალი მიმართულებაა, რომ ახალი გენერაციის ანტიგენზე დამყარებული ტესტები თუ სწორედ არის გაკეთებული, თითქმის იგივე შედეგს იძლევა, რაც ოქროს სტანდარტი, „პისიარ“ ტესტი. ამიტომ არის რეკომენდაცია, რომ ისინი მაქსიმალურად იქნას გამოყენებული. ორი თვის განმავლობაში, რაც მთავრობის მიერ შემუშავებულია შეზღუდვების გეგმა, ამ პერიოდში ქვეყანაში მაქსიმალურად გაფართოვდება ადრეული გამოვლენა და იდენტიფიცირება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით. ეს გადაწყვეტილება მიღებულია, შესაბამისი დადგენილება და მინისტრის ბრძანება გამოიცემა. მაგალითად, თუ დილის მონაცემით ჩვენ გვაქვს ჩატარებული 10 234 „პისიარ“ ტესტი და დაახლოებით 3 700-მდე ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი, ეს დაახლოებით უნდა გაორმაგდეს, ანუ 20-დან 25 000-ის ფარგლებში. დაახლოებით უნდა ვატაროთ 10, 11, 12 000 „პისიარ“ ტესტი ქვეყანაში და ერთი ამდენი კიდევ სწრაფი ტესტი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

იტვირთბა....