მთავარი ციტატა

“ასეთი მეშჩანი და მერკანტილი ეპისკოპოსი რომ გეყოლება, რა სირცხვილია!”- მამა ანდრია მეუფე ნიკოლოზზე

“ეს მავნებელია, შტერი და თან შეგნებულად იდებილებს თავს. მარტო ასეთი სირეგვენის გამოა გასაგდები ეკლესიიდან. ასეთი მეშჩანი და მერკანტილი ეპისკოპოსი რომ გეყოლება, რა სირცხვილია!!!! შორენა, გეხვეწები შენ მაინც უყიდე „აიფონი“ ამ პატარა ბავშვს, ბოლომდე ნუ გაანადგურებთ ღვთის სახლს!”

მამა ანდრია სარია სოციალურ ქსელში პოსტს ქვეყნებს, რითიც ,,აიფონთან” დაკავშირებით მიტროპოლიტ ნიკოლოზის განცხადებებს ეხმაურება.

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განაცხადა, რომ მან Iphone 11 pro ჟურნალისტებისგან თავდაცვის მიზნით შეიძინა. გარდა ამისა, ტელეფონს ქადაგებების გადასაღებად და საკუთარ „იუთუბ“ არხზე ასატვირთადაც იყენებს. მეუფემ აღნიშნა, რომ მას ერთ-ერთი მაღაზია ,,აიფონ 12-ს” აჩუქებს.

იტვირთბა....