აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ენტონ კარტერმა განაცხადა, რომ აშშ “ისლამურ სახელმწიფოსთან ” ბრძოლის ტაქტიკას შეცვლის და მისი სანავთობო ინფრასტრუქტურის განადგურებას დაიწყებს.
“მზად ვართ ჩვენი მონაწილეობის წესები შევცვალოთ. ჩვენ შევცვალეთ ტაქტიკა, როგორც ეს ბენზინმზიდებთან დაკავშირებით იყო. ამერიკა თავს არიდებდა ასეთ ობიექტებზე დარტყმებს იმის გამო, რომ ამ დარგში მშვიდობიანი მოსახლეობა იყო დასაქმებული. პარიზის ტერაქტების შემდეგ კი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეცვალა გადაწყვეტილება, რადგან ამ დარგიდან მიღებულ მოგებას ტერორისტები იღებენ.”-კანაცხადა ენტონ კარტერმა.