ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს არის მთელი კამპანია “შედი ქალო ბუტკაში”! ბუტკა ამ შემთხვევაში არის ის პარლამენტი” – სააკაშვილი

„ნიკა გვარამიას ხელახლა ჩაუნიშნეს პროცესი, ელჩებთან მიღწეული ხელშეკრულების პირდაპირი დარღვევით. გიგი უგულავას უჭერენ ნათესავებს, ნიკა მელიას დაუნიშნეს ახალი სასამართლო” – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ეს არის მთელი კამპანია “შედი ქალო ბუტკაში”! ბუტკა ამ შემთხვევაში არის ის პარლამენტი, რომელიც ივანიშვილმა ქართველი ერის ინტერესების საწინააღმდეგოდ დააბრუნა ქუთაისიდან რუსთაველზე. და აბა ქალი…?” – წერს სააკაშვილი.

ცნობისათვის, ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და ტელეკომპანია ,,მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესები დეკემბერში ჩაინიშნა. “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის სასამართლო პროცესი7 დეკემბერს, “ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგი უგულავას სასამართლო 10 დეკემბერს, ხოლო ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას პროცესი 15 დეკემბერს არის ჩანიშნული.

იტვირთბა....