ბავშვთა პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-გამოყენებაში ბრალდებული პირის დაკავებასთან დაკავშირებით, „გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას პოზიციას სოციალურ ქსელში, “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ეხმაურება და პოსტს აქვეყნებს:
„გირჩელო თანამოქალაქეებო,
ინფორმაციას როცა იღებთ, ტვინი გჭირდებათ, რომ გადაამუშავოთ.
გადამუშავება ალბათ სხვადასხვანაირად ხდება – მე ასე წარმომიდგენია:
მიიღე ინფორმაცია, კონტექსტში ჩასვი, ამოყარე მსგავსი ინფორმაცია რაც ადრე მიგიღია, ახალ ინფორმაციასთან შეხების წერტილები იპოვე, მიადე, დაკეცე – გადადე სადღაც.
როცა დაგჭირდება, ტვინი მოძებნის, ამოიღებს და გაშლის.
ალბათ ყველა თავისებურად ახდენს პროცესირებას – არ ვიცი.
მაგალითად, როდესაც პარტიაში გეტყვიან, რომ ფასს ბაზარი არეგულირებს მოთხოვნისა და მიწოდების მიხედვით და ეს სუპერლოგიკურად მოგეჩვენებათ – მეც ასე მეჩვენება – იქვე უნდა დაფიქრდეთ, რომ ფასი აქვს რაღაცას.
ცალკე აღებული ფასი არ არსებობს – ფასი აქვს რაღაცას.
ახლა იქვე წარმოიდგინეთ 11 წლის ბავშვი, რომელსაც სრულყოფილი ნება არ გააჩნია.
მას ვიღაც ოღრაში აშიშვლებს, იღებს, ინტერნეტში დებს და მერე ამას ვიღაც ყიდულობს, რომელიც ამ ბავშზე მასტურბირებს.
გაუპატიურებული ბავშვების ინდუსტრიაზე და ამ დანაშაულებრივი ინდუსტრიის პროდუქტის ფასზეა საუბარი.
ანუ იგივეა ბავშვს, რომელიც ვერ დაგეთანხმება,თირკმელი ამოაცალო და გაყიდო.
არადა რომ გკითხოთ, თქვენ ის ხალხი ხართ, რომელიც დეკლარირებულად, თავისუფლებას და ადამიანის თავისუფალ ნებას სცემთ პატივს.
ტვინი იცით რატომ ვახსენე?
იმიტომ რომ ტვინს თუ არ გამოიყენებთ, გააზრებულ რწმენას კი არ დაეყრდნობით მსჯელობისას, უბრალოდ ინდოქტრინირებული სალდაფონები იქნებით და ისეთ სისულელეებს იტყვით, როგორიცაა “ბავშვების გაუპატიურებას ბაზარი არეგულირებს”- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში ბავშვთა პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-გამოყენებაში ბრალდებულის დაკავებას ასე გამოეხმაურა: “შსს-ს ინფორმაციით, მას ბრალად ედება არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა, ფლობა და ასეთი ნაწარმოებით სარგებლობა. ანუ? პორნო გადმოწერა, დაასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს“