ახალი ამბები მთავარი სამართალი

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის ყაჩაღების ფაქტზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის მუხლით დაიწყო

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. მათივე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის ზღვის ჰოსპიტალი დააყაჩაღეს და წაღებულია თანხა.შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა.  ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

 

იტვირთბა....