თბილისის ზღვის ჰოსპიტალი დააყაჩაღეს და წაღებულია თანხა. ამის შესახებ ჰოსპიტალის აღმასრულებელმა დირექტორმა დიმიტრი შავდიამ განაცხადა.
როგორც შავდიამ განაცხადა, შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან. ამოღებულია კამერების ჩანაწერებიც.
„ყაჩაღობა იყო, ორი შეიარარებული თავდასხმელი იყო, რომელმაც გუშინ კლინიკა დააყაჩაღა. წაიღეს თანხა, შიგნით შემოვიდნენ, 2 შეიარაღებული ადამიანი იყო, რომელსაც დაცვის ერთმა თანამშრომელმა გაუწია წინააღმდეგობა. ნახეთ, 3 ნატყვიარია. წაღებული 3 ათას 500 ლარი“, -აცხადებს კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი „ტვ პირველთან“ საუბარში.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის ზღვის ჰოსპიტალზე თავდასხმა მოხდა. არსებული ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებას უცნობმა პირმა ცეცხლი გაუხსნა. ამის მიზეზი ადგილის არ ქონაა.