aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გაწიეთ ეს კაცი ეკრანებიდან, წარმოუდგენელია უკვე ამის იდიოტიზმის მოსმენა”- გვარამია ცერცვაძეს ეხმიანება

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მთვაარი არხის” გენერალურ დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებას ეხმიანება, სადაა ამბობს,  რომ მას პრეპარატი “რემდესივირი” უცხოეთიდან გამოუგზავნეს.

როგორც გვარამია წერს, ცერცვაძის ეს განცხადება კოვიინფიცირებული მოქლააქეების დაცინვაა.

“და ვისაც უცხოეთიდან ბლატით არ გვიგზავნიან, “სპეკულიანტებთან” სად იღება, ლოტკინზე თუ კულაშში?

ps საქართველოს მთავრობა, გაწიეთ ეს კაცი ეკრანებიდან, მარაზმი აქვს და ვეღარ ხვდება, რისი თქმა შეიძლება და რისი არა. ვერც ხვდება, ამ ტექსტით ათასობით უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფს და ყველა დანარჩენსაც რომ დასცინის. დასცინის ის, ვინც უნდა ამხნევებდეს და იმედს აძლევდეს. წარმოუდგენელია უკვე ამის იდიოტიზმის სმენა, გინდა არაპროფესიონალურის და გინდა ამორალურის,”- წერს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, გამოჯანმრთელების შედმეგ, თენგიზ ცერცვაძემ პირველი განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ მან მდგომარეობის დამძიმების შემდეგ პრეპარატი “რემდესივირი” გადაისხა. ხოლო, ვინაიდან ეს პრეპარატი ჯერ საქართველოში არ შემოსულა, მას უცხოეთიდან გამოუგზავნეს.

 

იტვირთბა....