ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არსებობს ხარვეზები სტაციონარიზაციაში, მაგრამ საბოლოოდ ვისაც სჭირდება სტაციონარი, ის თავსდება”- გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მძიმეა, მაგრამ მართვადია. ამის შესახებ გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.

გამყრელიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე 350-მდე თავისუფალი საწოლი და რამდენიმე ასეული სასუნთქი აპარატია.

“არავინ მალავს, რომ მდგომარეობა რთულია, მაგრამ მართვადი ამ ეტაპზე. იყო 350-მდე თავისუფალი საწოლი და რამდენიმე ასეული სასუნთქი აპარატი.

დღეს ქვეყანაში სრული კოვიდ კლინიკაა, დანარჩენები მუშაობენ ჰიბრიდულ რეჟიმში, ამიტომ კონკრეტულ მომენტში კლინიკაში, სადაც ავადმყოფი მიემართება, შეიძლება არ იყოს, მაგრამ…

მე მესმის, ვიცი, არსებობს ხარვეზები სტაციონარიზაციაში, მაგრამ საბოლოოდ ვისაც სჭირდება სტაციონარი, ის თავსდება.  დაბალია ჩვენს ქვეყანაში სტაციონარს გარეთ სიკვდილიანობა”. – თქვა გამყრელიძემ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 3216 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა – 37 ადამიანი.

 

იტვირთბა....