ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორია მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო დღეებში საქართველოში ცვალებადია ამინდია მოსალოდნეი.

სააგენტოს ცნობით, 6 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, ჰაერის ტემპერატურა +17, +19 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოში ცალკეულ რაიონში მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ქ. თბილისში 29 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი იქნება.

იტვირთბა....