“გირჩის” ლიდერს ზურა ჯაფარიძეს დღეს პოლიცია “რეფორმერ ფიტნესთან” დაკავშირებით დაკითხავს.
როგორც ზურა ჯაფარიძემ აცხადებს, პოლიციამ ფიზიკური ძალის გამოყენებით დაატოვებინა ბათუმში მდებარე ფიტნეს კლუბის “რეფორმერ ფიტნესის” შენობა, რომელიც მან ბინად იქირავა.
ჯაფარიძს თქმით, პოლიციას ამის უფლება არ ჰქონდა, ვინაიდან მან ცენტრი ბინად იქირავა.
შეგახსენებთ, 29 ნოემბერს „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძენ ბათუმში მდებარე ფიტნეს კლუბი “რეფორმერი ფიტნესი” საცხოვრებელ სახლად იქირავა და ვარჯიშის მსურველები დაპატიჟა. შრომის ინსპექციამ ობიექტი აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო დააჯარიმა.
“რეფორმერი ფიტნესში” პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ფიტნეს ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სხადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები იყვენენ შეკრებილი. ადგილზე ხმაური იყო, პოლიციამ ერთი პირი დააკავა, თუმცა შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.