ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“ჩემს ბინაში ყოფნის უფლება არ გაქვთ, მიბრძანდით” – ზურაბ ჯაფარიძე სამართალდამცველებს

„ეს არის ჩემი საცხოვრებელი სახლი, აქ ვცხოვრობ, შუადღისას გავაფორმე ზეპირი ხელშეკრულება, შემიძლია გაჩვენოთ. თუ რამე დავარღვიე, მითხარით , რა დავარღვიე, თუ მე არაფერი დამირღვევია და პრეტენზია რომელიმე შპს-სთან გაქვთ, მიბრძანდით, იპოვეთ იმ შპს-ს სათაო ოფისი და რაც გინდათ გააკეთეთ. ჩემს ბინაში ყოფნის უფლება არ გაქვთ, მიბრძანდით“ – ასე მიმართა „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ  ჯაფარიძემ სამართალდამცველებს და მოუწოდა, “რეფორმერი ფიტნესის” ტერიტორია დატოვონ. მისი თქმით, ბინა მან იქირავა და პოლიციას იქ ყოფნის უფლება არ აქვს.

ცნობისთვის, ბათუმში, “რეფორმერი ფიტნესში” პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. ფიტნეს ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სხადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არიან შეკრებილები. ადგილზე ხმაური იყო, პოლიციამ ერთი პირი დააკავა, თუმცა მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.

შეგახსენებთ, „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ბათუმში მდებარე ფიტნეს კლუბი “რეფორმერი ფიტნესი” საცხოვრებელ სახლად იქირავა, მას შემდეგ, რაც შრომის ინსპექციამ ობიექტი აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო დააჯარიმა. როგორც “გირჩის” ლიდერმა სოციალურ ქსელში დღეს განმარტა, ის ფიტნეს დარბაზთან ზეპირ ხელშეკრულებას დებს და ვისაც ვარჯიშის სურვილი აქვთ, შეუძლიათ სახლში ესტუმრონ.

იტვირთბა....