რვა ერის “შემოდგომის ტურნირზე” ჯგუფური დასკვნითი ეტაპის მატჩი ირლანდიისა და საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრებებს შორის, 23:10 ირლანდიის სასარგებლოდ დასრულდა.
პირველი ტაიმი მასპინძლების უპირატესობით, ანგარიშით 20:7 წარიმართა. მატჩის მეორე ნახებარშიც უპირატესობა ირლანდიელებმა შეინარჩუნეს და 13-ქულიანი სხვაობით ბორჯღალოსნები დაამარცხეს.