aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მერე რას აპირებთ ხელისუფლებავ? – ლოქდაუნის გაგრძელებას?” – ანალიტიკოსი მმართველ გუნდს მიმართავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მერე რას აპირებთ ხელისუფლებავ? – ლოქდაუნის გაგრძელებას? სავარაუდოდ, ზაფხულამდე? – ასე მიმართავს ხელისუფლებას ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია.

ანალიტიკოსი მიმართვას სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს, რომელსაც “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ.

“ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, ამ ლოქდაუნების შედეგად, თებერვლისთვის სტატისტიკა შეიძლება 1500-მდე ჩამოვიდესო… ეგ არის და ეგ…

მერე რას აპირებთ ხელისუფლებავ? – ლოქდაუნის გაგრძელებას? სავარაუდოდ, ზაფხულამდე? ანუ ნაკლებს აზრი არ აქვს და პრინციპში, არც მაგას აქვს აზრი დიდად.

გამოდის, ამ ჩაკეტვებით, უმძიმეს მდგომარეობაში კი ვართ, მაგრამ არგუმენტი ჯანმრთელობის დაცვაა და ესეც ვერ მოხერხდება.

რადგან ხელისუფლებას სადმე რამე ლოგიკა კი არა, პირადი კორუფცია, პოლიტიკური გარანტიები და მსგავსი აინტერესებს მხოლოდ, აუცილებლად უნდა დაიწყოს მოთხოვნები ლოქდაუნის შეჩერებაზე.
საერთოდაც, პატივცემულო ოპოზიციავ, თქვენ ან გადაიღალეთ ძალიან ან თქვენც კაი უუნაროები თუ თაღლითები აღმოჩნდით, რადგან სწორედ ახლა უნდა დაგეწყოთ ბრძოლა ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობის ჩაგვრის წინააღმდეგ და ამ დროს მიჰყვებით ტივტივასავით დინებას.

დღეს ის დროა, ოპოზიციური ლიდერები უნდა გადავიდნენ ახალ ეტაპზე და დაიწყონ ბრძოლა საზოგადოებასთან ერთად ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობის ჩაგვრის წინააღმდეგ.” – წერს ანალიტიკოსი.

იტვირთბა....