ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ტყუილების ძალიან დიდი ჯაჭვი”

ასე პასუხობს პრემიერის ბრალდებებს დავით ბაქრაძე

 ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს, სადაც პრემიერმა  განაცხადა ,რომ ერთადერთი, ვინც ითხოვდა, რომ საქართველომ არ მიიღოს უვიზო მიმოსვლა,  „ნაციონალური მოძრაობისწევრები დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი იყვნენ,
ნაციონალური მოძრაობის ლიდერი დავით ბაქრაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა მხარს უჭერს ვიზალიბერიზაციაზე უსწრაფეს გადაწყვეტილებას, რადგან ეს ეკუთვნის ქართველ ხალხს და არა ღარიბაშვილის მთავრობას.

“ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უსწრაფეს გადაწყვეტილებას ვიზალიბერიზაციაზე. ვინაიდან ეს ეკუთვნის ქართველ ხალხს და  არანაირად არ ეკუთვნის ღარიბაშვილის მთავრობას. ვიზალიბერიზაციის საკითხს ემუქრება ერთადერთი საფრთხე  და ეს საფრთხე არის მთავრობის მოქმედებები ქვეყნის შიგნით. ეს არის, პირველ რიგში, მთავრობის მცდელობა ხელში ჩაიგდოს “რუსთავი2”. აი, ეს არის დღეს საფრთხის წყარო და ამიტომ, ნებისმიერი მცდელობა, რომ ეს  გადააბრალონ ოპოზიციას არის ტრაგიკომედიული და ალბათ ღირსეულ ადგილს დაიკავებს გადაბრალებების და ტყუილების ძალიან გრძელ ჯაჭვში, რომლითაც ეს ხელისუფლება უკვე 4 წელია კვებას მოსახლეობას. “- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა,რომ ერთადერთი, ვინც ითხოვდა, რომ საქართველომ არ მიიღოს უვიზო მიმოსვლა, არინაციონალური მოძრაობისწევრები დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი.

ასევე მოგვიანებით, იუსტიციის მინისტრმა თეა წულიკიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ  დავით ბაქრაძისა და გიორგი კანდელაკის ამგვარი პოზიციები  ძირგამომთხრელია.

“არა მხოლოდ ბრიუსელის ამ ვიზიტის ფარგლებში, არამედ რამდენიმე თვეა ძალიან ბევრჯერ, მე პირადად ჩვენი უცხოელი პარტნიორებისგან მსმენია, რომ პირადად ბატონი დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ეუბნებიან, რომ საქართველო არ იმსახურებს უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილებას და თუ ეს გაკეთდება, მაშინ მთავრობაზე ევროპა დაკარგავს ბერკეტს. რა ბერკეტს გულისხმობენ, ეს თავად უნდა გვითხრან, მაგრამ ის, რომ ამგვარი პოზიციები არის ძირგამმომთხრელი და ქართველი ხალხის ევროპული მომავლის რეალიზებისთვის ხელიშეშლა, ფაქტია.“ – აღნიშნა წულუკიანმა.

 

იტვირთბა....