“ვინც არც დასვენება მოიკლო, რესტორნებშიც იარა, მანქანაც აქვს და ტაქსის ფულიც და არც პირბადეების ცვლა გაუჭირდება საათში ერთხელ, იმას სულ ფეხებზე არ კიდია თქვენიანად ეს ლოქდაუნი?! საშვებიც ექნება, საჭმელიც, და კიდევ სხვებსაც დაამუნათებს და ჭკუას ასწავლის – ლოქდაუნი საჭიროაო. აი თქვენ კი, ვინც ამ ლოქდაუნს ტაშს უკრავთ, ან ჩლუნგები ხართ, ან მავნებლები, ან უსინდისოები და ან ისე შეშინებულები, რომ შიშმა გონება დაგიბინდათ და ვეღარ აზროვნებთ.”
ირინა სარიშვილი, ყოფილმა პოლიტიკოსი
ამის შესახებ სარიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, სადაც მთავრობის მიერ დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს აკრიტიკებს.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში დღეიდან, 28 ნოებრიდან მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა. აიკრძალა მუნიციპალური და საქალქთაშორისო ტრანსპორტი, დაიხურა ყველა დიდი სავაჭრო ქსელი. ასევე, ღამე, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება აკრძალულია როგორც ტრანსპორტისთვის, ასევე, ქვეითთა მოსიალულესთვის.