“შენ – ღორო ხელისუფალო! განადგურებული ლარით,ავარდნილი ფასებით და გაყალბებული არჩევნებით, ვის უცხადებ ლოქდაუნს,” – აღნიშნული განცხადება ყოფილმა პოლიტიკოსმა, ირინა სარიშვილმა სოციალურ ქსელში გააკეთა.
“მეტრონომი” ყოფილი პოლიტიკოსის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
“შენ – ღორო ხელისუფალო! გქონდათ 3 მილიარდი სპეციალურად კოვიდ19–თან გასამკლავებლად და თქვენივე პროგნოზით შემოდგომაზე ახალი ტალღისთვის მოსამზადებლად.
არ შეიძინეთ აპარატურა;
არ გადაამზადეთ ექიმები;
არ აწარმოეთ ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების (ინსულინზე, დიალიზზე და ა.შ. დამოკიდებულები), ხელახალი აღრიცხვა,რაც აუცილებლად გასაკეთებელია პანდემიის დროს;
არ აღჭურვეთ და მოამზადეთ სკოლები, საბავშვო ბაღები და სასწავლო დაწესებულებები იმისათვის, რომ პროცესი არ შეწყვეტილიყო;
არც ის 200 ლარი გადაგიხდიათ 6 თვის მანძილზე უმუშევრად დარჩენილებისთვის;
არ გააკეთეთ არაფერი გარდა იმისა, რომ პირველი ტალღის დროს გამოცხადებული ლოქდაუნის მოხსნის შემდეგ გაავსეთ საქართველოს საკურორტო ზონები და დიდი ქალაქები სხვადახვა გზით ოჯახებით შემოთრეული რუსი „ტურისტებით“ და პარალელურად ყველა სხვა ქცეყნიდან ჩამოსული, მათ შორის აქართველო მოქალაქეები, აიძულეთ თქვენს ფავორიტ ე.წ.კოვიდსასტუმროებში გაეტარებინათ 2 კვირა და აი აქ დახარჯეთ, არა, კი არ დახარჯეთ, დაატრიალეთ იმ 3 მილიარდის ნაწილი, მეორე ნაწილი „არჩევნებს“ მოახმარეთ….
ყველაფერს ვერ ჩამოვთვლი, რაც არ გააკეთეთ და რაც გააფუჭეთ…
და ყოველივე ამის შემდეგ, განადგურებული ლარით, ავარდნილი ფასებით და გაყალბებული არჩევნებით დღეს ბედავთ და აცხადებთ ლოქდაუნს, რომელიც არაფერს არ ემსახურება, გარდა თქვენი პოლიტიკური ინტერესისა და რომელიც საერთოდ მიწასთან გაასწორებს ისედაც განადგურების პირას მყოფ ეკონომიკას.
ვის უცხადებთ ლოქდაუნს?!
ხალხს, რომელსაც არც მანქანა აქვს და არც ტაქსის ფული?! რითი იაროს ამ ხალხმა სამსახურში?! როგორ იაროს სამსახურში დედამ, როცა ბავშვი ბაღში ვეღარ მიჰყავს?! როგორ?!
ხალხს, რომელსაც ყოველდღიურად შიმშილით და ავადმყოფობით სიკვდილი ემუქრება?!
ხალხს, რომელაც სხვა გზა არა აქვს და დღის განმავლობაში მაინც შევა აფთიაქში, მაღაზიაში, სანამ ბოლო მარაგს არ გამოლევს?!
ხალხს, რომელსაც არც ამ ზაფხულს დაუსვენია და არც რესტორნებში უვლია?!
აბა მათ, ვინც არც დასვენება მოიკლო, რესტორნებშიც იარა, მანქანაც აქვს და ტაქსის ფულიც და არც პირბადეების ცვლა გაუჭირდება საათში ერთხელ, იმას სულ ფეხებზე არ კიდია თქვენიანად ეს ლოქდაუნი?! საშვებიც ექნება, საჭმელიც, და კიდევ სხვებსაც დაამუნათებს და ჭკუას ასწავლის – ლოქდაუნი საჭიროაო.
აი თქვენ კი, ვინც ამ ლოქდაუნს ტაშს უკრავთ, ან ჩლუნგები ხართ, ან მავნებლები, ან უსინდისოები და ან ისე შეშინებულები, რომ შიშმა გონება დაგიბინდათ და ვეღარ აზროვნებთ.
ყველაზე შემზარავი კი ისაა, რომ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრია ისეთი – მდიდარიც და გაჭირვებულიც, ვინც შიშში, სხვების სიცოცხლის ხარჯზე სიმშვიდეში, სიყალბეში და მონობაში სიცოცხლეზე თანახმაა, ხოლო კარანტინის დასრულების შემდეგ კი რეტორანში გაშლილ მდიდრულ სუფრაზე ყანწით ხელში ამაყად შემოსძახებს: „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი“ და არც შერცხვება, რადგან მონას სირცხვილის გრძნობა არა აქვს.
მიმიფურთხების ასეთი სიცოცხლისთვის!- წერსა ირინა სარიშვილი.