“განადგურებული ლარით, ავარდნილი ფასებით და გაყალბებული არჩევნებით დღეს ბედავთ და აცხადებთ ლოქდაუნს, რომელიც არაფერს არ ემსახურება, გარდა თქვენი პოლიტიკური ინტერესისა და რომელიც საერთოდ მიწასთან გაასწორებს ისედაც განადგურების პირას მყოფ ეკონომიკას. ვის უცხადებთ ლოქდაუნს?! ხალხს, რომელსაც არც მანქანა აქვს და არც ტაქსის ფული?! ხალხს, რომელსაც ყოველდღიურად შიმშილით და ავადმყოფობით სიკვდილი ემუქრება?!”
ირინა სარიშვილი, ყოფილმა პოლიტიკოსი
ამის შესახებ სარიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში დღეიდან, 28 ნოებრიდან მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა. აიკრძალა მუნიციპალური და საქალქთაშორისო ტრანსპორტი, დაიხურა ყველა დიდი სავაჭრო ქსელი. ასევე, ღამე, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება აკრძალულია როგორც ტრანსპორტისთვის, ასევე, ქვეითთა მოსიალულესთვის.