ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“არჩევნები იყო მოპარული და ნაქურდალის განაწილებაში არავინ მონაწილეობას არ აპირებს” – ნინო ბურჯანაძე

“ოპოზიციამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო, რადგან არც-ერთი პარტია პროტესტის ნიშნად პარლამენტში არ შევა,” – ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მიივე განცხადებით, მეათე მოწვევის საპარლამენტო არჩევნები ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის მიერაა გაყალბებული.

“ოპოზიციამ მიიღო ერთობლივი, ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება, რომ არცერთი დეპუტატი და არცერთი პარტია, რომელიც “ქართული ოცნების” მიერ გაყალბებული არჩევნებით გადავიდნენ ბარიერს, არ შედიან პარლამენტში პროტესტის ნიშნად, რადგან ეს არჩევნები იყო გაყალბებული, მოპარული, იქურდა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა და მოპარულის და ნაქურდალის განაწილებაში არავინ მონაწილეობას არ აპირებს,” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები პარლამენტის შეკრების დღეს ერთობლივ დოკუმენტს მოაწერენ ხელს, რომლითაც დადასტურდება, რომ არცერთი ოპოზიციური პარტია თუ დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოში არ შედის.

იტვირთბა....