ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გაზაფხულზე გამართლებულია და ოცნება თავისი 90 დეპუტატი ვაჟკაცით იძულებული გახდება დათანხმდეს” – გიგი უგულავა

“პარლამენტი შინაარს მოკლებულია, როდესაც ის ერთპარტიულია, რადგან მისი არსი მრავალპარტიულობაში მდგომარეობს,” – აღნიშნული განცხადება “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგო უგულავამ “ლეიბორისტული” პარტიის ოფისში შეხვედრის დაწყებისას გააკეთა.

მისივე განმარტებით, მმართველი ძალა იძულებული გახდება, დააკმაყოფილოს მოსახლეობის უმრავლესობის მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც ყველაზე გამართლებულია, რომ გაზაფხულზე ჩატარდეს.

„როგორც საზოგადოებისთის ცნობილია, „არარჩეული პარლამენტის“ უფლებამოსილების დღე მოძრავია იმ გაგებით, რომ დამოკიდებულია ცესკო-ს შემაჯამებელ ოქმზე, შესაბამისად, 29 ნოემბრიდან დაწყებული 20 დეკემბრით დამთავრებული ნებისმიერ დღეს შეიძლება იყოს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ საჯაროდ და ვეუბნებით ჩვენს საზოგადოებას, ისევე როგორც „ქართულ ოცნებასაც“, მათი მცდელობების მიუხედავად, რეალურად ნახავთ, რომ ეს პარლამენტი იქნება ერთპარტიული და ეს პარლამენტი არ იქნება დღეგრძელი იმიტომ, რომ ერთპარტიული პარლამენტი დიდხანს ვერ გაძლებს და ძალიან მალე მოხდება იმ მოთხოვნის დაკმაყოფილება, რასაც საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა უმაგრებს ზურგს, ვგულისხმობ, რიგგარეშე არჩევნებს. ყველაზე ლოგიკურად ამ გადმოსახედიდან ჩანს, რომ რიგგარეშე არჩევნები უნდა იყოს გაზაფხულზე, მაშინ როდესაც ქვეყანაში პანდემიის პიკი გადაივლის. ბუნებრივია, პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარება საღ აზრს მოკლებულია, ამიტომ 2021 წლის გაზაფხული არის ლოგიკური, სწორი და გამართლებული და „ქართული ოცნება“ თავისი 90 დეპუტატი ვაჟკაცით იძულებული გახდება, დათანხმდეს ამას იმიტომ, რომ მთლიანად აცდენილი იქნება საზოგადოების მაჯისა და გულისცემას,“- განაცხადა უგულავამ.

იტვირთბა....