ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა

“მისმენენ, მითვალთვალებენ…”

 რუსთავი 2-ის  გენერალურმა დირექტორამა ნიკა გვარამიამ  სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ  თბილისის საქალაქო სასამართლომ სანქცია გასცა  მის მოსმენაზე და თვალთვალზე.

მოკლედ, მეგობრებო, უტყუარად შემიძლია გითხრათ, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა სუსის და პროკურატურის შუამდგომლობა და გასცა სანქცია ჩემს მოსმენაზე და თვალთვალზე ნებისმიერი ტექნიკური საშუალებით, მათ შორის, ვაიბერით. ასე რომ, თუ ისეთი რამის თქმა მოგინდებათ ჩემთვის, რაც არ გინდათ, რომ ხელისუფლებამ გაიგოს, ყურში მითხარით.
ასევე ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს ხელისუფლება თანამშრომლობს რუსულ სპეცსამსახურებთან რამდენიმე ადამიანის ვაიბერით მოსასმენად, მათ შორისაა, დავით ბაქრაძე, ირაკლი ალასანია, გიგა ბოკერია. ცხადია, ჩემიც.- წერს გვარამია

იტვირთბა....