მთავარი ციტატა

“ამ ეტაპზე საბოლოო გამოჯანმრთელებაზე საუბარი ცოტა გაგვიჭირდება”- ექიმი ცერცვაძის მდგომრეობაზე

“ამ ეტაპისათვის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. კარგია, რომ ბოლო, 2 დღის განმავლობაში არ გაუარესებულა ლაბორატორიული მონაცემები. კლინიკურადაც დუნედ, თუმცა მაინც, გაუმჯობესება გვაქვს. ამ ეტაპზე საბოლოო გამოჯანმრთელებაზე საუბარი ცოტა გაგვიჭირდება, თუმცა ტენდეცია კარგი გვაქვს და იმედია მალე გამოჯანმრთელდება და დაუბრუნდება თავის ჩვეულ საქმინაობას.”

 ალექსანდრე გოგინავა – ექიმი

ამის შესახებ ალექსანდრე გოგინავამ „პოსტივის“ ეთერში განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 19 ნოემბერს კლინიკაში მოთავსდა.

იტვირთბა....