ახალი ამბები მთავარი ჯანდაცვა

პაატა იმნაძე: ჯომოლუნგმაზე ავდივართ

„ჯომოლუნგმაზე ავდივართ“, – ასე უპასუხა დაავადებაა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, ჟურნალისტის შეკითხვას: „გუშინ, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გადასული ვართ სპირალის ეტაპზე, რას ნიშნავს ეს ეტაპი?“.

მისივე თქმით, შეზღუდვების გაფართოების ფონზე, პირველ რიგში, არის მოლოდინი, რომ დასტაბილურდება სიტუაცია.

„ამას ხომ ჩვენს ვებვგვერდზე ყოველდღე ვაქვეყნებთ, დღესაც იქნება, ხომ შეხედეთ, როგორ მიდის კორონას შემთხვევები ასე ვთქვათ, ჯომოლუნგმაზე, გაზაფხულზე რომ ვამბობდი ხოლმე და ვადარებდი ჯომოლუნგმას, აი, ჯომოლუნგმაზე ავდივართ. შეზღუდვების გაფართოებით, პირველ რიგში, ველოდებით, რომ დასტაბილურდება სიტუაცია და კორონავირუსის შემთხვევების მატება არ გვექნება დეკემბრის მეორე ნახევარში, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ შემდეგ დაავადების შემთხვევებმა კლება დაიწყოს. ჯერ ჯერობით კლებას ნამდვილად არ ველოდებით. მით უმეტეს პირველ დღეებში. პირველი შედეგები უნდა იყოს ორი კვირის შემდეგ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის  გავრცელების პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისმა საბჭომ ახალი შეზღუდვების გატარებაზე გადაწყვეტილება მიიღო. იხილეთ სრული ჩამონათვალი. 

იტვირთბა....