პოლიტიკა

“მერე რომ არ იყოს სიუპრიზი, ვაპირებ, ჯარს მივცე პრემიები”

“მერე რომ არ იყოს სიუპრიზი, ვაპირებ, ჯარს მივცე პრემიები, ოღონდ საქართველოს შეირაღებულ ძალებს მხოლოდ და მხოლოდ, ვიცე-პოლკოვნიკამდე რანგის მატარებელ სამხედრო მოსამსახურეებს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოში ამაზე პროტესტი არ იქნება”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან.
თავდაცვის მინისტრმა პრემიებსა და დანამატების შესახებ აუდიტის სამსახურის დასკვნის შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა და განაცხადა, რომ ამ ციფრებს არ იცნობს.
“ყველა უწყებაში ასეა, რომ ხელფასი, რომელსაც იღებენ საჯარო მოხელეები, ორი ნაწილისგან შედგება. მე არ ვიცი ეს თავის დროზე რატომ გააკეთეს, იმათ, ვინც გააკეთეს, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მაგრამ ასეა. მე პირადად მომხრე ვარ, რომ ეს გაერთიანდეს, ერთი სახელით და არ იყოს გაყოფილი”, – განაცხადა ხიდაშელმა.

იტვირთბა....