ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს. კერძოდ, 28 ნოემბრიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით ღამე გადაადგილება აკრძალულია 21:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე.
შეგახსენებთ, ამ დრომდე ღამის საათებში გადადაგილება შეზღუდული იყო დიდ ქალაქებში, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისმა საბჭომ ახალი შეზღუდვების გატარებაზე გადაწყვეტილება მიიღო. იხილეთ სრული ჩამონათვალი.
ამასთან, შობა-ახალი წლის გათვალსიწინებით, 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე ქვეყანაში დაწესებული ყველანაირი შეზღუდვა მოიხსნება.